Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

„უკრაინას მათი დაბრუნების რამდენიმე ვერსია შევთავაზეთ“ - შსს „დარიალზე“ მყოფ უკრაინელებზე

0

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ 80-მდე ადამიანთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გასაყვანად და სამშობლოში უკან დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა და ახლა უკრაინული მხარემ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

შსს წერს, რომ მათ უკან დასაბრუნებლად შესთავაზეს როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით დაბრუნების გზები.

„საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - წერს შსს.

უწყების განცხადებით, ამ ადამიანების უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, „ რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით“:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, დაიცვას უსაფრთხოება და მართლწესრიგი, არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს“ - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. ამიტომ, „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ მათ ქვეყანაში კვლავ ვერ შემოუშვებენ.

16 ივლისს, პროსახელისუფლებო მედიებმა, ტელეკომპანიებმა “იმედმა” და “რუსთავი 2-მა" გაავრცელეს შსს-ს კომენტარი, რომლის თანახმადაც, საზღვარზე მყოფი უკრაინელების საქართველოში შემოშვება „საფრთხესთან იყო დაკავშირებული“:

“მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე”, - განაცხადა მაშინ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

ადამიანის უფლებათა დამცველების და თავად უკრაინელების განცხადებით, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და კვებაზე.

მათ შორის ყოფილი პატიმრებიც არიან, ადამიანები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისას გაიტაცეს და ისინიც, ვინც რუსული პასპორტის მიღებაზე უარი თქვა.

როგორც მანამდე BBC იტყობინებოდა, მოლდოვამ უარი თქვა საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების შეშვებაზე. ორგანიზაცია „უკრაინის პატიმრების დაცვის“ იურისტის, ანა სკრიპკას თქმით, ამის მიზეზი გახდა ის ოთხი ადამიანი, რომლებსაც „თეთრი პასპორტები“ აქვთ - უკრაინის საელჩოს მიერ გაცემული მოწმობები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების უფლებას იძლევა.

რუსეთი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს. მათი უმეტესობა, იძულებით ძალადობრივად გადაყვანის შემდეგ, სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდა.

უკრაინელი ადამიანის უფლებათა დამცველები დეპორტირებულთა ნაკადის ზრდას ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას უკავშირებენ.

2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი რუსეთის მოქალაქეობას არ აიღებს, მის სტატუსს უცხოეთის მოქალაქის სტატუსს გაუთანაბრებენ. სხვა ბრძანების თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში შევიდა ძალაში, უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ და ვალდებულნი არიან, თავიანთი იქ ყოფნა დააკანონონ, მაგალითად, მიიღონ პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა 10 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თავად უნდა დატოვონ ქვეყანა, ან მოხდება მათი დეპორტაცია.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა შესაძლოა სექტემბრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net