Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

ისრაელელ მოსახლეებს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

0

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბედუინებმა 18 ივლისს ისრაელელ მოსახლეებს ბრალად დასდეს, რომ ღამით მოაწყვეს თავდასხმა, 117 ცხვარი მოკლეს და ასობით მოიპარეს, რაც Reuters-ისთვის, ფერმერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, როგორც ჩანს, ისრაელის მიერ ოკუპირებული მიწებიდან ფერმერების განდევნის მცდელობას წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ კვირაში იტყობინებოდა, რომ ებრაელი მოსახლეებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობა წელს რეკორდულად გაიზარდა.
ისრაელის არმიამ, რომელიც აკონტროლებს არეალს, არ უპასუხა კომენტარის გაკეთების მოთხოვნას ალ-ქააბანის ბედუინების თემის შინაური ცხოველების მასობრივი ხოცვის შესახებ.
სააგენტო Reuters-ს დამოუკიდებლად არ შეეძლო დაედასტურებინა, ვინ იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე.

პალესტინის ავტონომიის მინისტრმა მოაიად შაბანმა დაგმო ინციდენტი და მას რეგიონიდან პალესტინელების განდევნის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი უწოდა.

„ცხვრები და სხვა ცხოველები დახოცეს და ესროლეს“, - განუცხადა მან Reuters-ს.
„ისინი ამ ინსტრუმენტებს იყენებენ ამ ხალხის დასაშინებლად, რათა მათ დატოვონ ეს ტერიტორიები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო დასახლებული“, - უთხრა მან სააგენტოს.

გაერომ ამ კვირაში განაცხადა, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მასობრივმა გადაადგილებამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია მას შემდეგ, რაც ისრაელმა თითქმის ექვსი ათწლეულის წინ პირველად დააწესა ამ ტერიტორიაზე სამხედრო კონტროლი.

ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ იანვრიდან ებრაელ მოსახლეთა თავდასხმა პალესტინელებზე ან მათ საკუთრებაზე 757-ჯერ მოხდა - რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის ძალებმა და ახალმოსახლეებმა, სულ მცირე, 964 პალესტინელი მოკლეს. იმავე პერიოდში, პალესტინელების თავდასხმების ან შეიარაღებული შეტაკებების დროს 53 ისრაელელი დაიღუპა. აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ, ამ კვირაში მოითხოვა პალესტინელი აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის სრული გამოძიება. ის 11 ივლისს დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეებმა ცემით მოკლეს. ელჩმა ეს „კრიმინალურ და ტერორისტულ აქტად“ შეაფასა.

გაეროს უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების, მათ შორის დასავლეთ სანაპიროს, ოკუპაცია უკანონოა და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

ისრაელი ამას უარყოფს და უსაფრთხოების საჭიროებებს, ასევე ისტორიულ და ბიბლიურ კავშირებს ასახელებს იმ მიწასთან, რომელიც 1967 წლის ომის შედეგად დაიპყრო. იორდანეს დასავლეთი სანაპირო იმ ტერიტორიებს შორისაა, სადაც პალესტინელებს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net