Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

AP: ღაზაში 52 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო თავდასხმებს, ან მოკლულ იქნა საკვების მოპოვების მცდელობისას

0

ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 28 პალესტინელი, მათ შორის ოთხი ბავშვი, კიდევ 24 ადამიანს სასიკვდილოდ ესროლეს მაშინ, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების გამცემი პუნქტისკენ მიდიოდნენ - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP), პალესტინის საავადმყოფოების თანამშრომლებზე და თვითმხილველებზე დაყრდნობით.

ბავშვები და ორი ქალი არიან იმ სულ მცირე 13 ადამიანს შორის, რომლებიც მოკლეს დეირ ალ-ბალაჰში, ღაზის ცენტრში - მას მერე, რაც ისრაელმა იქ პარასკევი საღამოდან დაიწყო საჰაერო იერიშები, აცხადებენ ალ-აქსას საავადმყოფოს მესვეურები.

კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა საჰაერო თავდასხმების შედეგად ხან იუნისში, ღაზის სამხრეთში - ამბობენ ნესერის საავადმყოფოს თანამშრომლები.

სააგენტო წერს, რომ ისრაელის არმიას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ამ ინციდენტების თაობაზე კომენტარის შესახებ თხოვნაზე.

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა მაშინ, როცა მიდიოდა რაფაში მდებარე საკვების გამცემი ცენტრისკენ, რომელსაც ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ამერიკული ორგანიზაცია ამუშავებს - ამბობენ საავადმყოფოს თანამშრომლები და თვითმხილველები.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მან გამაფრთხილებლად გაისროლა ხალხისკენ, რომელიც, ისრაელის თქმით, საეჭვოდ იქცეოდა - საიმისოდ, რომ აღეკვეთა მათი მიახლოება. ისრაელის არმია აცხადებს, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები არ აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ახლოსაა ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმების გაფორმება - რაც მოიტანს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი დღის განმავლობაში წარმოებულ მოლაპარაკებებში არ გამოკვეთილა გარღვევის ნიშნები.

ჰამასის ტყვეობაში კვლავ რჩება 50-მდე მძევალი, მათ შორის სულ მცირე 20 ადამიანი ცოცხალია.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ემსხვერპლა 57 000-ზე მეტი ადამიანი, მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა და ნგრევა.საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net