Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

ტრამპი: 1 აგვისტოდან 30 პროცენტიანი გადასახადი ამოქმედდება იმპორტზე ევროკავშირიდან და მექსიკიდან

0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ივლისს 30 პროცენტის ოდენობის გადასახადები დააწესა იმპორტზე მექსიკიდან და ევროკავშირიდან, ახალი გადასახადი 1 აგვისტოდან შევა ძალაში. ამ განცხადებას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში გაგრძელებული მოლაპარაკება მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, რასაც შედეგად არ მოჰყოლია ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.

ახალი გადასახადი ცალ-ცალკე გამოქვეყნებული წერილებით გამოცხადდა ტრამპის სოციალურ ქსელში Truth Social.

მექსიკის ლიდერისადმი გაგზავნილ წერილში ტრამპი აღიარებს, რომ ამ სახელმწიფომ ბევრი გააკეთა უკანონო მიგრანტების და პრეპარატ ფენტანილის აშშ-ში შესვლის აღსაკვეთად. მაგრამ - ამბობს ტრამპი - მექსიკამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა საიმისოდ, რომ ჩრდილოეთი ამერიკა არ გადაიქცეს "სათამაშო მოედნად ნარკო-ტრეფიკინგისთვის".

ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს პრობლემას. "წლები გვქონდა ევროკავშირთან ჩვენი სავაჭრო კავშირების განსახილველად და დავასკვენით, რომ უნდა ვდისტანცირდეთ ამ გრძელვადიანი, მასშტაბური და მუდმივი სავაჭრო დეფიციტისგან, რასაც წარმოშობს თქვენი გადასახადი, გადასახადების არარსებობის პოლიტიკა და სავაჭრო ბარიერები" - წერს ტრამპი და დასძენს - "სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა ორმხრივისგან შორს იყო".

ტრამპის განცხადებას შაბათსვე გამოეხმაურა ევროკავშირი - ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თუკი აშშ 1 აგვისტოდან მართლა აამოქმედებს 30 პროცენტიან გადასახადს, ბლოკი გაატარებს საკუთარი ინტერესების დასაცავ ზომებს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, პროპორციულ საპასუხო ნაბიჯებსაც მოიცავს.

ტრამპი ამჟამად გადასახადების გამოცხადების პროცესშია როგორც მოკავშირე, ისე მეტოქე ქვეყნებისთვის - რაც იყო მისი 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. ტრამპი ამბობდა, რომ საფუძველს ჩაუყრიდა აშშ-ის ეკონომიკის აღორძინებას - ეკონომიკის, რომლითაც, მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში სხვა ქვეყნები ხეირობდნენ.

ორმხრივი გადასახადების შემოღებით ტრამპი ფაქტობრივად ცვლის მსოფლიო ვაჭრობის წარმმართველ წესებს. აშშ და სხვა ქვეყნების უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში ემორჩილებოდნენ სავაჭრო წესებს, რომლებიც განისაზღვრებოდა "ურუგვაის რაუნდის" სახელით ცნობილი, კომპლექსური მოლაპარაკებებით. სახელმწიფოებს შეეძლოთ თავ-თავიანთი გადასახადების დადგენა - მაგრამ "უპირატესი ქვეყნის" სახელით ცნობილი მიდგომის ფარგლებში, მათ არ შეეძლოთ რომელიმე ქვეყნისთვის დაეწესებინათ უფრო მაღალი გადასახადი, ვიდრე სხვისთვის.

ტრამპმა ამ ეტაპისთვის საგადასახადო პირობები წაუყენა 24 ქვეყანას და 27-წევრიან ევროკავშირს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net