Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ჯობია დემოკრატიის ხარისხით

0

მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრანტების შემზღუდველი არაერთი კანონის მიღების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჯობნის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა - ჟურნალისტებს კი მისთვის არ შეუხსენებიათ, ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები.

„როდესაც ქვეყანას სურს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საჭიროა, დაკმაყოფილებული იყოს გარკვეული პირობები. ეს პირობები რა არის? - ეს არის დემოკრატიული სისტემა და ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემებს.

უფრო მეტიც, თქვენ თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდ ნაწილში, ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, მედიაპლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისუფლების ხარისხი, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის და ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის არაერთ ქვეყანასათან, შეიძლება ითქვას უმრავლესობასთანაც კი. ანუ რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ დღესვე მზად ვართ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საჯაროდ გააცხადებული პოზიციის მიუხედავად, ერთ წელზე მეტია ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომელიც შეშფოთებას იწვევს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებში. გასული წლის მაისში ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად მიიღო „აგენტების კანონი“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა კამერების წინ იძალადეს დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე - დამნაშავეები დასჯილები ამ დრომდე არ არიან. პროტესტის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება: აკრძალა სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღება, დასჯადი გახადა პოლიტიკოსების მიმართ „შეურაცხმყოფელი“ გამონათქვამები, გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და ჯარიმები.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net