Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული საბა ჯიქიას სასამართლო 10 ივლისს გაგრძელდება

0

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, 10 ივლისის 10:30 საათზე გაგრძლედება სასამართლო სხდომა პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილის, 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე. ჯიქიას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს).

საბა ჯიქიას საქმეზე დღევანდელი, 3 ივლისის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზში ჩატარდა. სხდომაზე დასწრების მსურვლეთა დაახლოებით ნახევარმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა - საკმარისი ადგილი არ იყო. მანდატურებმა თვლით შეიყვანეს 40 ადამიანი, ერთ სკამზე ორს დაჯდომის უფლება არ მისცეს.

საბა ჯიქია სხდომათა დარბაზში შეყვანის შემდეგ პირველ რიგში მსხდომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიესალმა. „მამა სადაა?“ - ჰკითხა მან დედას.

სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ადვიკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა:

„პირველ რიგში, განიხილება 19 წლის ბიჭის საქმე, რომელიც ბუნებით დანაშაულის ჩამდენი არ არის... განვიხილოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე რაზე დგას. მე სულ დავდივარ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არა იმიტომ, რომ არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ სხვას ვაჩვენო რა წერია.

არ ვიცი, ქალბატონმა თამარმა საბა ჯიქიას საქმეზე განზრახ გააკეთა თუ არა, რომ ამ საქმეში საბა ჯიქიას მხარეს ყოფილიყო, მე მას მადლობას მოვუხდი და თუ მან ეს პროფესიული შეცდომით გააკეთა, სხვა ამბავია. მე მინდა მწამდეს, რომ მეორე მხარეს ზის ადამიანი, რომელმაც ეს განზრახ გააკეთა.

....საქმე არის ერთი ტომი, ერთ ტომში ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება რომ მოვძებნოთ, გვიდევს მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური დასკვნა. შემდეგ გვყავს ორი მოწმე, გოგა ხმალაძე და ბექა გოგიტაშვილი, მათ ამოცნობაში არ მიუღიათ მონაწილეობა. მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირდაპირ ვერ ამხელს საბა ჯიქიას ბრალად წარდგენილ ქმედებაში/ ერთადერთი გამოსავალი ბრალდების მხარეს ჰქონდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.

ჩემი დასკვნითი სიტყვა ბევრად მნიშვნელოვან რაღაცებზე დგას, ვიდრე იმაზე, არის თუ არა ვიდეოზე მონტაჟის კვალი. მე სასამართლომ გადმომცა საქმის მასალები და სხდომის ოქმი. სსს კოდექსი იცავს წერილობითი მტიცებულებების გამოკვლევას. სხდომის ოქმში ვერ ნახავთ ვერცერთი წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ოქმშია მითითებული, დაკითხული არაა და ჰაერშია რიგი მტკიცებულებები.

განვიხილოთ ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. თუ ბრალდების მხარე მე არ გამიცვლის დანიშვნას ან დადგენილებას, ეს მტკიცებულება მოსული სასამართლოში იქნება დაუშვებელი".

რეპლიკების ეტაპზე ადვოკატს პროკურორმა თამარ იაკობიძემ უპასუხა: "ადვოკატმა სპექტაკლი დადგა".

მოსამართლემ შეაწყვეტინა: "ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სპექტაკლი დადგა და მე ასე ვუსმენდი?"

პროკურორი: "ჩემი შეფასებაა".

მოსამართლე: "სხვა პროცესებზე..."

პროკურორმა განაგრძო და თქვა, რომ ვიდეომტკიცებულება მოწმეების დაკითხვის პარალელურად შეისწავლეს, მათ კი თავად დაადასტურეს, რომ ვიდეოში იყვნენ ასახულები.

„მათ დაადასტურეს, რომ წაქცეული წიხლი მოხვდათ და ვიდეოჩანაწერში ეს იდენტიფიცირებულია. მოწამლული ხის ნაყოფი ახსენა დაცვის მხარემ და არ ვიცი, რას მივაწერო მტკიცება, თითქოს ბრალდების მხარემ მტკიცებულებების ნაწილი მიზანმიმართულად არ გამოიკვლია. რეალურად ეს განჩინება ფიზიკურად არ მაქვს და ვაჩვენებ, რომ მოწამლული ხის ნაყოფი მტკიცებულებების გადაუცემლობაზეც კი არ ვრცელდება..." - თქვა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

რეპლიკის უფლებით ისარგებლა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა:

„ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურორმა გადაწყვიტა სწორ მხარეს დგომა, ემოციური განცხადება ვნახეთ და რა გვითხრა, წერილობითი მტკიცებულებები გამოვიკვლიეთო? - არაფერი უთქვამს.

დათვალიერების ოქმი, იოსებ დიღმელაშვილი, დისკი - რამე გვითხრა ამასთან დაკავშირებით, რომ დისკი, რომელზეც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაა დანიშნული, გამოკვლეული არაა.

ჩემი დასკვნითი სიტყვის ნახევარი დაეთმო დათვალიერების ოქმს, ამ დისკზე რამე გვითხრა?... იცოდა, რომ უნდა გამოეკვლია და არ გამოიკვლია". გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, „ერთადერთი დასაბუთებული გადაწყვეტილება", რომელიც ამ საქმეზე მოსამართლემ უნდა გამოიტანოს, "არის გამამართლებელი".

"საბა შენს გვერდზე ვართ, არც ერთი წუთი დაგტოვებთ“, - ტელეფონით ასეთი წარწერა უჩვენა საბა ჯიქიას სასამართლო სხდომაზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა.

10 ივლისს სასამარლო საბა ჯიქიას საბოლოო სიტყვით გაგრძელდება. ბრალდებული ისარგებლებს ამ უფლებით და სასამართლოს მიმართავს.

18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net