Добавить новость
123ru.net
World News
Июнь
2025

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით

0

"გილოცავ, მსოფლიოვ, მშვიდობის დრო დადგა!" - დაწერა 23 ივნისს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის საპასუხო იერიში "ძალიან სუსტად" შეაფასა, კატარის ამირას კი მადლობა გადაუხადა.

"ირანმა ოფიციალურად, ძალიან სუსტად უპასუხა ჩვენს მიერ მისი ბირთვული ობიექტების განადგურებას, რასაც ჩვენ ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით. 14 რაკეტა იყო ნასროლი - 13 ჩამოგდებულია და 1 „გათავისუფლებული“, ვინაიდან ის გაშვებული იყო უსაფრთხო მიმართულებით. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არ ყოფილა ზიანი".

დონალდ ტრამპი ირანს მადლობასაც უხდის

"მსურს ირანს მადლობა გადავუხადო წინასწარი გაფრთხილებისთვის, რითაც შესაძლებელი გახადა სიცოცხლის დანაკარგის თავიდან აცილება და ის, რომ არავინ დაზიანებულიყო. შესაძლოა, ახლა ირანს შეუძლია მისდიოს მშვიდობასა და ჰარმონიას რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს იგივე გააკეთოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე!".

აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის ამირას:

"მსურს, მადლობა გადავუხადო ღრმად პატივცემულ კატარის ამირას ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. კატარში ამერიკის ბაზაზე იერიშს რაც შეეხება, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ, გარდა იმისა, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაჭრილა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე არ დაღუპულა და არ დაჭრილა არც ერთი კატარელი".

23 ივნისს გავრცელებული ცნობებით, ირანმა იერიში მიიტანა კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე. ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებას ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებზე საპასუხო იერიშის მოლოდინი. ალ-უდეიდის ბაზაზე იერიშის გამო კატარის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო სივრცე უკვე გახსნილია. ირანის იერიშის წარმატებით მოგერიებასა და მსხვერპლის გარეშე დასრულებაზე აშშ-ის პრეზიდენტამდე კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net