Добавить новость
123ru.net
World News
Июнь
2025

„ამის ფასს ყველა გადაიხდის“ - სალომე ზურაბიშვილმა მათე დევიძის განაჩენს სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა

0

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ შეურაცხყო იქ მყოფი ყველა ადამიანი, საზოგადოების თითოეული წევრი და რომ „ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის".

მისი სიტყვებით, ამის ფასს, ხვალ და ზეგ ყველა გადაიხდის, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც დღეს "ტაშს უკრავდნენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, ამ გადაწყვეტილებით, შეურაცხყოფა მიაყენეს დარბაზში არსებულ საქართველოს დროშას, საქართველოს გერბს და სამართლიანობის ქანდაკებასაც:

„ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს წერენ ამისთვის, მაგრამ რეალურად, დღეს შეურაცხყვეს თითოეული აქ მდგომი ადამიანი და ისინიც, ვინც ახლა აქ არ დგას, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი. ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ამის ფასს, ხვალ და ზეგ ყველა გადაიხდის. ამის ფასს გადაიხდიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. ის მოსამართლე და პროკურორი, რომლებიც ახლა სხედან ამ დარბაზში და არ ვიცი, როგორი მომავალი ექნებათ მათ. სამაგიეროდ, მე ვიცი, როგორი მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შევიდა ჩვენს ისტორიაში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და მუდამ ღირსების სიმბოლო იქნება. ესენი კი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან. ამას ვამბობ და ამას გავიმეორებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მათე დევიძის საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც.

12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან.

"იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება, შეიძლება დიდი ხანი ვერ გნახოთ,… იცით, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბერს გამთენიას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა….. მაგ დღეს ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო, ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე ძალის გამოყენება, ვეცადე გავრიდებოდი და ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ რაც მოხდა.

მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ [...]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა", - თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.

"სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში", - ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.

მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, არჩევნების შედეგების - რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება - პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.

მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net