Добавить новость
123ru.net
World News
Июнь
2025

მოსკოვი-სოხუმის მატარებლის მოძრაობა შეფერხდა ლიანდაგის აფეთქების გამო

0

ვორონეჟის ოლქის სამხრეთით, რკინიგზის ლიანდაგის დაზიანების გამო 20-ზე მეტი სამგზავრო მატარებელი გაჩერდა - დაზიანება, როგორც მოგვიანებით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, აფეთქებამ გამოიწვია.

5 ივნისს, დღის 12 საათისთვის, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ რკინიგზაზე „უმნიშვნელო დაზიანება შენიშნა“.

გუსევის თანახმად, მიზეზს ოპერატიული სამსახურები დაადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორი „უმნიშვნელო“ დაზიანებას იუწყება, ხაზს უსვამს, რომ არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით, "ეფესბეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა განაცხადა, რომ ლიანდაგი ააფეთქეს.

ტელეგრამის არხი Baza ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების შედეგად ლიანდაგების დაზიანების შესახებ განაცხადა. მითითებული იყო ზუსტი ადგილმდებარეობაც - ევდაკოვო-საგუნის მონაკვეთის 725-ე კმ. ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ ლიანდაგებზე დაზიანება დროულად შენიშნა, რის წყალობითაც მოხერხდა ვაგონების ლიანდაგიდან გადავარდნის თავიდან აცილება.

„აფხაზეთის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ მოსკოვიდან სოხუმში მიმავალი მატარებელი ნომერი 304 გაჩერებულია ვორონეჟის ოლქში.

ევდაკოვო-საგუნის მონაკვეთი ლისკის კვანძის სადგურის სამხრეთით მდებარეობს, მოსკოვის რუსეთის სამხრეთთან დამაკავშირებელ მთავარ ხაზზე.

ბოლო ინფორმაციით, მარშრუტზე 20-ზე მეტი მატარებელი იგვიანებს, მათ შორის ანექსირებული ყირიმიდან და მისი მიმართულებით.

„ვესტი-ვორონეჟი“ აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც, მათი მტკიცებით, რკინიგზის ლიანდაგის აფეთქებული მონაკვეთია ასახული.

31 მაისს, გვიან საღამოს, რუსეთის ბრიანსკის ოლქში აფეთქებამ რკინიგზის თავზე არსებული საავტომობილო ხიდი ჩამოანგრია, რის შედეგადაც ლიანდაგებიდან გადავარდა მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

1 ივნისს კურსკის ოლქში, სარკინიგზო ხიდზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად დაშავდნენ სატვირთო მატარებლის მემანქანე და ორი თანაშემწე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის და ბრიანსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქებების გამო სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

პრეზიდენტმა პუტინმა „ტერაქტებში“ უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინას რუსეთის რკინიგზაზე აფეთქებების შესახებ არაფერი უთქვამს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net