Добавить новость
123ru.net
World News
Март
2025

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო პროკურატურით დაემუქრა კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს

0

„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 21 მარტს გაიმართა, საბჭოს წევრებმა არხის თანამშრომლების - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს. არხის ადვოკატმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მოცულობითი დასკვნა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ ისე, რომ არანაირ მყარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენდნენ, რის გამოც, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ და ამიტომ ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

"არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველი არხის "ბორდის" წევრების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, ბრალდება, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა მოსაუბრე ჟურნალისტები ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, სიმართლის პატარა მარცვალსაც კი არ შეიცავს.

“ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტიკის დღეს შევხდით ისე, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც არანაირი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ადამიანი საპყრობილეში იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა ჩემი მოქმედება შეაფასონ ისე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეაფასეს, რომ ეს არის წინასწარი განზრახვით ტელევიზიის ხელში ჩაგდების ჯგუფური მცდელობა, ჯერ ტელევიზია ჩაგვეგდო ხელში და შემდეგ ეს პროცესები მიგვემართა სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით. ნამდვილად არ გამიკვირდება, ასეთი კუდი რომ მოაბან ჩვენს განზრახვას წარგვემართა საქმიანი პროცესი და სიმართლე გვეთქვა,", - განაცხადა ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა.

2025 წლის 5 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას 18:00-საათიანი მოამბე აღარ მიჰყავს, რადგან, არხის განმარტებით, „მოამბის“ პროდიუსერებმა ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.2025 წლის 3 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ, საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციისას მას სთხოვდნენ "პრემიერ-მინისტრის რაც შეიძლება მეტი კადრის ჩვენებას".






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net