Добавить новость
123ru.net
World News
Март
2025

კოლუმბიის უნივერსიტეტი დათანხმდა, შეასრულოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები

0

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტი - კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში - დათანხმდა, შეასრულოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები. ადმინისტრაციამ უნივერსიტეტი იმაში დაადანაშაულა, რომ მან სასწავლებელში საკმარისი არ გააკეთა ანტისემიტიზმთან საბრძოლველად.

სახელმწიფო დაფინანსების 400 მილიონი დოლარის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარმა უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ შეასრულებს აშშ-ის მთავრობის ცხრა მოთხოვნას.

უნივერსიტეტი აპირებს, გაზარდოს უსაფრთხოების პერსონალის რაოდენობა, მისცეს მათ უფლებამოსილება, დააკავონ ადამიანები, რომლებიც არღვევენ ქცევის წესებს კამპუსში, აკრძალონ ნიღბების ტარება და შემოიღონ კურატორის პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ დეპარტამენტებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებს იკვლევენ.

კოლუმბიის უნივერსიტეტი იყო პროპალესტინური საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი. ეს გამოსვლები იმართებოდა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაცად არის მიჩნეული.

საპროტესტო აქციების დროს გამოსვლების ობიექტებად იქცნენ ასევე ებრაელი სტუდენტები, რომლებმაც საჯაროდ გამოხატეს შეშფოთება კამპუსში ანტისემიტიზმის თაობაზე და შიშები მათი უსაფრთხოების შესახებ.

7 მარტს განათლების მინისტრმა ლინდა მაკმენმა გამოაცხადა 400 მილიონი დოლარის გრანტებისა და კონტრაქტების გაუქმების შესახებ და თქვა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია ებრაელი სტუდენტების დასაცავად.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კატრინა არმსტრონგმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ცვლილებები „საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ჩვენი მისიის შესრულება, უზრუნველვყოთ უწყვეტი სწავლა და კვლევა და ჩვენს კამპუსში ვუმასპინძლოთ ყველა სტუდენტს, პროფესორსა და თანამშრომელს“. მან ამ ცვლილებებს უწოდა პასუხი ებრაელი სტუდენტების მიმართ დისკრიმინაციისა და ანტისემიტური ქმედებების გამო ლეგიტიმურ შეშფოთებაზე.

მთავრობის უპრეცედენტო ულტიმატუმმა კერძო უნივერსიტეტისადმი, ისევე როგორც უნივერსიტეტის გადაწყვეტილებამ, დაემორჩილოს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს, შეშფოთება გამოიწვია სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციაში და უნივერსიტეტის წარმომადგენლებში, რომლებმაც მთავრობის ქმედებებს უწოდეს „შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე“.

უნივერსიტეტების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები დიდი ხანია უგულებელყოფენ ანტისემიტიზმს კამპუსებში.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net