Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2024

„საკმარისია ამდენი ტყუილი“ - ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილის თქმით, „იმედს“ ტოვებს

0
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ტოვებს.


„ვტოვებ ტელეკომპანია „იმედს“. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი“, - წერს იგი ინსტრაგრამზე, სადაც 431 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.


„მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!“ - წერს ის.


მანამდე რამდენიმე საათით ადრე მან გააზიარა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავების კადრები და დაწერა: „ჩემი მეგობარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს თავის სახლში“.


ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებს მონაწილეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში 5 დეკემბერს დააკავეს.


მას ბრალად ედება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება“.


ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




კიდევ უფრო ცოტა ხნით ადრე რუსკა მაყაშვილი წერდა: „რა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა ვგმობთ ძალადობას, ვგმობთ და იმწამსვე ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ხერხით, დაგდებულებს წიხლებს ვურტყამთ, ვცემთ, ვძალადობთ ერთმანეთზე მორალურად, მენტალურად, ვღალატობთ მეგობრებს, ვამუნათებთ, ვამცირებთ ერთმანეთს“.


„რაც არ უნდა თქვა, არ არ უნდა დაწერო, რა პოზიციაც არ უნდა გქონდეს ან არ გქონდეს, არ აქვს მნიშვენლობა. ისეთ დაუჯერებეულ ურთიერთსაპირისპირო მესიჯებს ვიღებ, ისეთ რაღაცებს ვისმენ, ვეღარ უძლებს ჩემი გონება. საშინელება ხდება ჩვენს თავს“, - წერდა იგი.


რუსკა მაყაშვილს „იმედზე“ მიჰყავდა შოუ „ვინ ვინ არის“; ასევე, ყოველ შაბათ-კვირას ტელეპროექტი „ჩვენი ოჯახი“.


დემონსტრაციები, - რასთან დაკავშირებითაც არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაწილი სისხლის სამართლის წესით, - თბილისში და საქართველოს ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო, - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.


პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა არა მხოლოდ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net