Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა"

0
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, ხუთშაბათს, 30 ნოემბერს, მიიღო არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვისა და მისი ექსტრემისტულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. „მედიაზონის“ ინფორმაციით, სარჩელი ბრალდებულის გარეშე განიხილებოდა, სასამართლოს სხდომაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.



დახურულ კარს მიღმა სხდომა ოთხ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე მიიწვიეს. სარჩელი განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ნეფედოვმა. გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.



სარჩელის შეტანის დროს არავითარი "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა" არ არსებობდა. LGBT არის აბრევიატურა სიტყვებისა "ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები"; გამოიყენება ისეთი აბრევიატურებიც, როგორებიცაა: LGBTQ (იგივე queer), LGBT+ და ა.შ. უფლებადამცველები შიშობენ, რომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვა მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანებისა და ასევე მათი უფლებების დამცველი აქტივისტების შემდგომ რეპრესიებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტიფიკაციისთვის.


სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სასამართლოს ვერდიქტი "არ იმოქმედებს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და არ გამოიწვევს რაიმე უარყოფით სამართლებრივ შედეგებს".



ერთადერთი შეზღუდვა „უკავშირდება ლგბტ პროპაგანდას, მის რეკლამირებას, ინტერესის ფორმირების აკრძალვის აუცილებლობას, ლგბტ მოძრაობაში ჩართვას." იმავდროულად, რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს მისი სიმბოლოების დემონსტრირების აკრძალვას. არასასურველი ორგანიზაციის ნებისმიერი არაუარყოფითი შეფასება კი შეიძლება განიმარტოს, როგორც ექსტრემიზმის გამართლება ან ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდება.


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ სარჩელი უზენაეს სასამართლოში 17 ნოემბერს შეიტანა. ამას წინ უძღოდა ლგბტ ადამიანების მიმართ არაერთი რეპრესიული კანონის მიღება, მათ შორის ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ტრანსგენდერული გადასვლის დე ფაქტო აკრძალვა და დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის აკრძალვა.


იუსტიციის სამინისტროს სარჩელის შემდეგ, უფლებადამცველებმა, რომლებიც ქვიარ ადამიანებს ეხმარებოდნენ, ემიგრაციის საკითხზე ბევრჯერ მეტი მიმართვა მიიღეს, - წერს „სააგენტო“. იურისტები დარწმუნებულნი არიან, რომ სარჩელის დაკმაყოფილება რუსეთიდან წასული ადამიანების ნაკადს გაზრდის. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანას დატოვებენ არა მხოლოდ ლგბტ პირები, არამედ ისინიც, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების ასეთ პოლიტიკას.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net