Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

სკოპიეში დაიწყო ეუთოს მინისტერიალი უკრაინის და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე

0
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაიწყო

ეუთოს მინისტერიალი, რომელშიც პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ უკრაინის, ასევე ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლები. ამ ქვეყნების დელეგაციებმა პროტესტი გამოხატეს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიწვევის გამო.



 


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა დაადასტურეს ეუთოს ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრუშკომ, განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია „საბრძოლველად“ არის განწყობილი და რომ ეუთო თავის თავდაპირველ პრინციპებს და ამოცანებს უნდა დაუბრუნდეს.

 


რუსეთსა და უკრაინას შორს მიმდინარე ომის განმავლობაში, რომელიც თითქმის 21 კვირაა გრძელდება, ეუთო არის დემოკრატიის და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი იშვიათი ფორუმი, რომელზეც რუსეთის და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ერთ მაგიდას უსხედან.





 


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას განიხილავს კარგ შესაძლებლობად, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ეუთოს პრინციპების ხელყოფის გარდა, ამ წესის ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო.


 


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ცხინვალის რეგიონში.




სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში, მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net