Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

პრეზიდენტის თქმით, თსუ-მ სტუდენტებს უარი უთხრა "ჩვენი ხმა ევროპისთვის" ხელმოწერების შეგროვებაზე

0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს არ მისცა უფლება, უნივერსიტეტში შეეგროვებინათ ხელმოწერები კამპანიის, "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში. მან ამის შესახებ თქვა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შეეხებოდა "საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას".


"არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განაცხადს - თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არაფერი არსებობს და რექტორი უარს ამბობს, რომ შიგნით [უნივერსიტეტის შენობაში] ვითომც რაღაც პოლიტიკური ღონისძიება არ შეიძლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე.


ხელმოწერების შეგროვებაში ჩართული ერთ-ერთი სტუდენტი ნიკო მანაგაძე "მთავარ არხთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თსუ-ს რექტორმა მათ "ფორმალური მიზეზი" უთხრა.


"ვერავინ ვერ შეაფერხებს ხალხის კამპანიას... არ არის ეს ბოიკოტი და ხალხის ნებას ვერავინ შეაჩერებს", - თქვა თსუ-სთან მისულმა სალომე ზურაბიშვილმა.


თსუ-ს რექტორმა და პრესსამსახურმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რექტორი ჯაბა სამუშია "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "ფარატინა ქაღალდიც" კი არ მიუღიათ.


"თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ?! ხომ არის წესი და რიგი?! ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული.


მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საერთოდ საქართველოში ჩამოვიდოდა", - თქვა ჯაბა სამუშიამ.


საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმოწერების კამპანიაზე მას შემდეგ ილაპარაკა, რაც რეგიონებში "ეროვნული თანხმობის მიმართ რაღაც გულგრილობა" ახსენა.


"მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ადგილზე ჩადის, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც მხოლოდ საქართველოს ევროპული გზაა; არანაირი სხვა პოლიტიკური თუ შიდაპოლიტიკური ძახილები არ არის და იქ არმისვლა ან კიდევ უარესი - სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვდეთ [შეხვედრაზე] - ეს ხომ საერთოდ არ მესმის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "შენი ხმა ევროპას" დაიწყო 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხებოდა.


საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net