Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებობს „სიტუაციური დისკუსია“ და არა კონფლიქტი - პოდოლიაკი

0
უკრაინის ხელმძღვანელობაში არის "სიტუაციური დისკუსიები" და არა - კონფლიქტი, უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური ელიტების პოზიცია კონსოლიდირებულია. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის ურთიერთობების სავარაუდო გაუარესებაზე იყო საუბარი.


"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კონფლიქტი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კომუნიკაციაშია ბატონ ზალუჟნისთან. რა თქმა უნდა, არის სიტუაცია, როდესაც აუცილებელია გარკვეული საუბრების გამართვა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შეტევითი ოპერაციები, რა კორექტირებაა საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ესა ურთიერთობა ყოველდღიურად სამუშაო ფორმატში", - განაცხადა პოდოლიაკმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში საუბრის დროს.


მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინაში შიდა პოლიტიკური კონფლიქტებით მხოლოდ კრემლია დაინტერესებული. ამასთან, მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლის, მარიანა ბეზუგლაიას მიერ გენერალ ზალუჟნის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე.


„ვერხოვნა რადის“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანა ბეზუგლაიამ, 26-27 ნოემბერს რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომლებშიც ამტკიცებს, რომ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარმოადგინა რუსეთთან ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. „ვერც - დიდი, ვერც - პატარა, ვერც - ასიმეტრიული და ვერც - სიმეტრიული(გეგმა)“, - წერდა ამ დღეებში მარიანა ბეზუგლაია, რომლის შეფასება სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.


ამის შემდეგ დეპუტატმა ქალმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი შეტყობინება, რომელშიც აღნიშნავდა: "მთავარსარდალ N1–ის (იგულისხმება ვალერი ზალუჟნი. რედ.) წესია, ნებისმიერ არასასიამოვნო სიტუაციაში ყველაფერი პრეზიდენტის ოფისს გადააბრალოს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ბეზუგლაიას ამ განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.


პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „უდავოდ არსებობს“ ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რაც შეთანხმებულია სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და მიმდინარეობს მისი კორექტირება სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე.



რაც შეეხება მარიანა ბეზუგლაიას განცხადებას, რომ უნდა გადადგეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა, პოდოლიაკის თქმით, პრეზიდენტის ოფისი „არ ახდენს დეპუტატების გამოსვლების მოდერირებას“.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net