Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

„მემორიალმა“ პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რუსეთში დაპატიმრებული ალსუ კურმაშევა

0
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "მემორიალმა" პოლიტპატიმრად აღიარა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში იმყოფება რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.


პოლიტპატიმართა სიაში კურმაშევას დამატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მემორიალის“ წარმომადგენელი, პროექტ "პოლიტპატიმრების მხარდაჭერის“ ხელმძღვანელი სერგეი დავიდისი. მან კურმაშევასადმი წაყენებულ ბრალდებას "ხელოვნური" უწოდა.



მისი თქმით, საქმის პოლიტიკური მოტივაცია აშკარაა, რადგან რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს დევნიდა - ჯერ მაისში ქვეყნის დატოვებაში შეუშალა ხელი, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა.


კურმაშევა, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით ოქტომბრის ბოლოდანაა მოთავსებული ყაზანის საგამოძიებო იზოლატორში. 


ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.



23 ოქტომბერს ყაზანის რაიონულმა სასამართლომ ალსუ კურმაშევა საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა 5 დეკემბრამდე. უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაგრძელების თაობაზე.


ალსუ კურმაშევა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტია 1990-იანი წლების ბოლოდან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის აშუქებდა ეთნიკური უმცირესობების კულტურასა და უფლებებს თათრეთსა და ბაშკირეთში. ის ჰყვებოდა ინიციატივებზე, რომელთა მიზანია თათრული ენისა და კულტურის დაცვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისგან, რაც შესამჩნევად გაძლიერდა უკანასკნელ წლებში.




ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, ეროვნულმა პრესკლუბმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.



ალსუს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - აშშ-ისა და რუსეთისა. დაკავებამდე ის პრაღაში ცხოვრობდა ქმართან და შვილებთან ერთად. მაისის შუა რიცხვებში ის მშობლიურ ყაზანში ჩავიდა ოჯახური გარემოებების გამო. 2 ივნისს ყაზანის აეროპორტში, პრაღაში გაფრენამდე, ალსუ დააკავეს. მას ჩამოართვეს ამერიკისა და რუსეთის პასპორტები. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მეორე მოქალაქეობის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამ საქმის გამოძიება რამდენიმე თვე გაჭიანურდა. მხოლოდ ოქტომბერში მიუსაჯა მას ყაზანის სასამართლომ 10 ათასი რუბლი ჯარიმის გადახდა. ამის შემდეგ ის კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით.


 



RFE/RL-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფ გედმინმა "ღრმა იმედგაცრუება" გამოხატა სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამო და გამოვიდა ჟურნალისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net