Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომები დაიხურა

0
დღეს, 30 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა  წინასასამართლო სხდომა 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის, ასიმ ასლანოვის, საქმეზე. პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა დააზუსტეს ტექნიკური საკითხები არსებითი განხილვისთვის და იმსჯელეს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე.


იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა,  მოსამართლე თამარ კაპანაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


„საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად, შინაარსობრივ დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დღევანდელი პროცესი ეხებოდა მტკიცებულებათა დასაშვებობას და ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა.


დაკავებულის ადვოკატმა ლევან მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.


საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ ასლანოვმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.




მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ ასლანოვის გარდა საქმეზე დაკავებული არიან, მისი ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი.


ასევე დაკავებულია მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა - ისინი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული. ეს ცალკე საქმედ განიხილება.


იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ქვემო ქართლიდან არიან, სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.


მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ ასლანოვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებენ. ესენია მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 150-ე პრიმა მუხლი, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. 140 მუხლი სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასიმ ასლანოვს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net