Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა

0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც დღეს, 30 ნოემბერს, იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ნატოს წევრი ჩრდილოეთი მაკედონია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.


28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.


რუსული სააგენტოების თანახმად, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.


ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.


ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიცაა.




ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.


ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.




ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში(ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ამ წესის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ცხინვალის რეგიონში.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net