Добавить новость
123ru.net
World News
Ноябрь
2023

100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰენრი კისინჯერი

0
ამერიკის კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწფო მდივანი, ნობელიის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ჰენრი კისინჯერი. მას 2023 წლის 27 მაისს 100 წელი შეუსრულდა.


ცნობა ჰენრი კისინჯერის გარდაცვალების შესახებ, დღეს, 30 ნოემბერს გაავრცელა მის მიერ შექმნილმა კონსალტინგურმა ფირმამ Kissinger Associates.


ჰენრი კისინჯერი გერმანიაში დაიბადა, ებრაელთა ოჯახში, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს ნაცისტების დევნას აშშ-ში გაექცა. 1950 წელს ჰენრი კისინჯერმა ჰარვარდის კოლეჯი დაამთავრა. მანამდე აშშ-ის არმიაში მსახურობდა.


1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი. მედიის მიერ „დიპლომატიის გროსმაისტერად“ წოდებული ჰენრი კისინჯერის სახელს უკავშირდება ვიეტნამში ომის დასრულება, ჩინეთთან ურთიერთობების გახსნა და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირება.


1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.




სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჰენრი კისინჯერი პოლიტიკურ კონსულტაციებს უწევდა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კისინჯერი არაერთხელ სტუმრობდა რუსეთს, სადაც პრეზიდენტ პუტინსაც ხვდებოდა.


ჰენრი კისინჯერი ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით უკრაინის მიღების მოწინააღმდეგე იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს გაზრდიდა დაძაბულობას დასავლეთსა და რუსეთს შორის და შესაძლოა, ომიც გამოეწვია.


უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კისინჯერი ორივე ქვეყანას მოუწოდებდა მოლაპარაკებების დაწყებისკენ. 2022 წლის მაისში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს, უკრაინას შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები ყირიმის სტატუსზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კისინჯერის წინადადება ნაცისტურ გერმანიასთან დათმობებზე წასვლას შეადარა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net