Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

განათლების სამინისტრომ იმერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო

0
საქართველოს განათლების სამინისტროში დაიწყო იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე სხვა მოსწავლეების მხრიდან ბულინგის საქმის შესწავლა. თანასკოლელების მხრიდან მე-9 კლასელის იძულების შემთხვევაზე, მიეყენებინა თვითდაზიანებები ბასრი საგნით, ჯერ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება.


"საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან", - წერია განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ "სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს".


რამდენიმე საათია, რაც ცნობილი გახდა, რომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეს თანასკოლელები, თანაკლასელები აიძულებდნენ თვითდაზიანებები მიეყენებინა - ამის შესახებ ფეისბუკში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა მუქარის შემცველი წერილის სურათი. ამავე ფოტოში ჩანდა, რომ წერილთან ერთად სკოლის მოსწავლეს ბასრი საგანი გაუგზავნეს იმისთვის, რომ მას თვითდაზიანებები მიეყენებინა.


"ჩანთას რომ ალაგებდა, სკოლაში როცა უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი იმ ტექსტით, რაც ყველამ იცით. მასწავლებლების შეცოდების გამო ბავშვმა საღამომდე დამიმალა ეს ფაქტი... საღამოს სამზარეულოში გაფითრებული მეუბნება ცრემლიანი თვალებით - „დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე“ და მაწვდის ფურცელს", - უთხრა ბავშვის დედამ ჟურნალისტებს და ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიაწოდა სკოლის ადმინისტრაციასაც.




ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, შემზარავია ის ფაქტი, რომ მშობელს დასჭირდა გაესაჯაროებინა წერილი იმის გამო, რომ "როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს". შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (მუქარის) მუხლით.


ცირამუა ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:


"მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ, თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს - თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს - რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ".





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net