Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

9 რამ, რაც თბილისის სახეს ქმნიდა და აღარ არსებობს 

0
იშვიათია ქალაქი, რომელიც თბილისივით საუკუნეების განმავლობაში იყო დედაქალაქი. ამ დროის განმავლობაში თბილისი ბევრჯერ შეიცვალა. მას ცვლიდა ეპოქა, ადამიანები და ხშირად - დამპყრობელიც. თბილისის იერსახე განსაკუთრებით კარგად შემოინახა მე-19 საუკუნის ფოტოებმა და ჩანაწერებმა, უფრო ადრინდელ ქალაქზე ინფორმაცია მწირია. ბევრი რამ, რაც ადრე თბილისის სახეს ქმნიდა, 21-ე საუკუნემდე აღარ შემორჩა.


ბანიანი სახლები და აივნები

თბილისში ბევრი სწორედ ბანიან სახლში ცხოვრობდა, ანუ სახლში, რომელსაც თიხით დაფენილი ბრტყელი სახურავი ჰქონდა. ბანზე ქალები სალაპარაკოდ ან ხელსაქმისთვის სხდებოდნენ. ბანს იყენებდნენ საცეკვაოდაც. ოსმალო მწერალი და მოგზაური ევლია ჩელები წერს, რომ XVII საუკუნის შუა წლებში თბილისში 900 ბანიანი სახლი იდგა.




თბილისი გამოირჩეოდა ღიაობით, აქ ყველაფერი სახალხოდ ხდებოდა. ხელოსნები პირდაპირ დახლების წინ მუშაობდნენ და არ ეშინოდათ, რომ მათ ოსტატობას ვინმე მიბაძავდა. თბილისური სახლები დიდი და ღია აივნების გარეშე წარმოუდგენელი იყო. აივნები, ნათელი შუშაბანდები, საერთო ეზოები, ბანები, ყველაფერი ურთიერთობისთვის, ხალისისთვის იყო მოწყობილი.


სომეხი მწერალი ჰოვანეს თუმანიანი მე-19 საუკუნის თბილისს ასე აღწერს:


„1883 წელს, თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სასწავლებელში ჩასაბარებლად, მომეჩვენა, რომ უზარმაზარ ქორწილში მოვხვდი. ზურნა, დოლი, დაირა, ნაღარა, ტაში-სიცილი, ცეკვა, სიმღერა, და თანაც არა სახლში, არამედ გარეთ, სახლების წინ სახურავებზე. კვირას და სადღესასწაულო დღეებში ხომ თავი უნდა გვქონოდა ამდენის ატანის. მორთულ, მოკაზმულ ქალაქს წკრიალი გაჰქონდა“.


თბილისის გალავანი

თბილისი დიდი ხნის განმავლობაში პატარა ქალაქი იყო, რამდენიმე უბნით, დიდი გალავნითა და „დიღმის კარით“. 2012 წელს, პუშკინის ქუჩაზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თბილისის გალავნის ნაწილი, რომლის სიგრძე 110 მეტრია. გალავანს ისტორიკოსები XI-XIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.


მტკვარი

ყველა დიდი ქალაქი მდინარეზე შენდება და თბილისიც მე-20 საუკუნემდე მტკვარზე და მის გასწვრივ იყო აწყობილი. მდინარე იყო ქალაქის ცენტრი და ათვლის წერტილი. შენობების ფასადები მტკვარზე გადიდიოდა, მტკვარზე იყო გაშენებული წისქვილები, დუქნები, მდინარეში მოცურავე ტივებით თბილისელები არა მარტო ერთი ადგილიდან მეორემდე მიდიოდნენ, ზედ ქეიფობდნენ კიდეც. მტკვარს იყენებდნენ მიმოსვლისთვის, ტვირთის გადასატანად, გასართობად. დიდი ხნის განმავლობაში მტკვარი იმდენად სუფთა იყო, რომ ადგილობრივები მის წყალს სვამდნენ. მას შემდეგ, რაც კომუნისტებმა მტკვრის სანაპიროებზე ორი ტრასა გაიყვანეს, მდინარე ქალაქისგან იზოლირებული აღმოჩნდა.




თბილისის კუნძულები

საავტომობილო ტრასებმა შეიწირეს თბილისის კუნძულებიც: მადათოვი და ორთაჭალის ბაღები. მადათოვის კუნძული დაახლოებით იქ იყო, სადაც ახლა მშრალი ხიდია. უფრო ადრე მას ორბელიანების კუნძულს უწოდებდნენ.  


„გადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი - უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს, კედლებს ფარშავანგები...“ (გალაკტიონ ტაბიძე).


მეორე კუნძულზე ორთაჭალის ბაღები იყო გაშენებული, შენობებიც იდგა და თავისი პატარა ქუჩებიც ჰქონდა. თბილისი ხილითა და ბოსტნეულით ორთაჭალის ბაღებიდან მარაგდებოდა, მოსალხენადაც აქ ჩამოდიოდნენ.  




1950-იან წლებში, მდინარის ცალი ტოტი დააშრეს, მტკვარი კალაპოტში მოაქციეს და ორთაჭალჰესი ააშენეს, ამის შემდეგ თბილისის ეს ორი კუნძული სამუდამოდ გაქრა.


ვირის ხიდი

კუნძულებთან ერთად გაქრა ვირის ხიდები. საცალფეხო ხიდები მტკვარზე იყო გადებული. სწორედ ამ ხიდებით გადაჰქონდათ გლეხებს ორთაჭალის ბაღებში დაკრეფილი ხილი თუ ბოსტნეული. სავსე გოდრებს ვირებს აჰკიდებდნენ ხოლმე. ძველ თბილისში ტრანსპორტირებისთვის ძირითადად სწორედ ცხენებსა და ვირებს იყენებდნენ, ასევე აქლემებსაც, მათი მეშვეობით ვაჭრებს საქონელი სხვა ქვეყნებიდან მოჰქონდათ.




მტკვრის თევზი

ფიროსმანის ნახატებზე სადაც კი სუფრაა გაშლილი, თევზიც დევს. მტკვრის თევზი თბილისელების ძირითადი საკვები იყო. შემდეგ მდინარეში თევზის სახეობებიც შემცირდა და წყლის დაბინძურების გამო ძველებური გემოც აღარ შერჩა. მაგალითად, დღეს მტკვრის ტობს ან ფარგას იშვიათად ან საერთოდ ვეღარ იჭერენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში მტკვარში ჯერ კიდევ დაცურავდა ორაგული და ზუთხისებრთა რამდენიმე სახეობა, მაგრამ 30-იან წლებში აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში აშენდა კაშხალი, რომელმაც ამ თევზებს გზა გადაუკეტა და ისინი თბილისამდე ვეღარ აღწევენ.


ტრამვაი 

თავიდან იყო კონკა, ტრამვაის ვაგონი შიგ შებმული ცხენით, 1904 წელს კი თბილისში ნამდვილი ტრამვაიც გამოჩნდა და ოცდამეერთე საუკუნამდე მოაღწია. ტრამვაი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტია, ქართულმა 90-იანებმა შეიწირა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ტრამვაის ხაზების დემონტაჟი. 2006 წელს კი ბოლო, ავჭალის დეპო დაიხურა.




ლაღიძის წყლები

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქუთაისელ ფარმაცევტს მიტროფანე ლაღიძეს გაუჩნდა იდეა, ლიმონათი ნატურალური სიროფებით გაეკეთებინა. ლაღიძის წყლები აწარმოებდა მსხლის, ციტრუსების, ალუბლის, ტარხუნის... ლიმონათებს.


ლაღიძის წყლების დარბაზი რუსთაველის გამზირზე თბილისელების თავშეყრისა და ურთიერთობის ადგილად იქცა. ლაღიძის წყლები თბილისში დღესაც არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის რუსთველის გამზირიდან სხვაგან გადაიტანეს, მისი პოპულარობა მკვეთრად შემცირდა.  


ყეენობა

საუკუნეების განმავლობაში თბილისის მთავარი დღესასწაული იყო ყეენობა, რომელიც მწერალ გიორგი წერეთლის აზრით, საქართველოში მურვან ყრუს შემოსევის შემდეგ აღინიშნება.




თეატრალიზებული სანახაობა მტერზე გამარჯვებას განასახიერებდა. „ყეენის“ მტკვარში ჩასაგდებად ხალხი თბილისის ყველა უბნიდან გამოდიოდა. ყეენობა შეეწირა რუსიფიკაციას, რადგან ეს დღესასწაული სწორედ დამპყრობლის გაშარჟებას ისახავდა მიზნად.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net