კიმმა პუტინს „სრული და უპირობო მხარდაჭერა“ აღუთქვა
პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ გაიმართა, კიმმა რუსეთთან ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებს უწოდა „უპირველესი პრიორიტეტი“.
ვაშინგტონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ პუტინი ამ შეხვედრას გამოიყენებდა კიმზე ზეწოლისთვის იარაღის მისაწოდებლად და რუსეთის შეთხელებული მარაგების შესავსებად. ორი ლიდერის პოზიციების დაახლოება ხდება დასავლეთთან თითოეული ქვეყნის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების ცნობით, შეხვედრა გაიმართა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ზღვის მიმართულებით.
პუტინმა და კიმმა შეხვედრა დაიწყეს „ვოსტოჩნის“ კომპლექსის, მათ შორის, ორი გამშვები პლატფორმის დათვალიერებით, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო მედია. მოლაპარაკებები ოთხიდან ხუთ საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც კიმი გაემგზავრა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
კითხვაზე, დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას თანამგზავრების აგებაში, რუსეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, პუტინმა თქვა: „ამიტომ მოვედით აქ“. სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეკითხვაზე, პუტინმა უპასუხა: „ყველა საკითხზე ვისაუბრებთ დაუჩქარებლად. დრო საკმარისი გვაქვს“.
