Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

დავით საგანელიძე “საქართველოს განვითარების ფონდის” დირექტორი აღარაა

0

ყოფილ  “საპარტნიორო ფონდს”, რომელიც საქმიანობას „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელით  აგრძელებს, ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს. შესაბამისი ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა.

დავით საგანელიძემ, რომელიც “საპარტნიორო ფონდს” ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პოსტი დატოვა. ფონდის ახალი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და მისი მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე იქნებიან.

რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მისმა მინისტრებმა (ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი,  ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე) და ახალი საბჭო დაკომპლექტდა, რომელსაც 4 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა დავით საგანელიძემ. საბჭოს წევრები არიან: მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.

ცოტა ხნის წინ დამტკიცდა „საქართველოს განვითარების ფონდის“  წესდებაც.  წესდებით განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ესენია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებაზე ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

დოკუმენტში წერია, რომ აქციონერის (100% სახელმწიფო) ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად.

რაც შეეხება პროექტების დაფინანსებას. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის:

ა) არანაკლებ 3 მლნ  ლარისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა.

წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვროს  საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება. თუ პროექტი ერთზე მეტ პრიორიტეტს ესადაგება, მაშინ მასზე გამოსაყოფი სახსრები გადანაწილდება იმ პრიორიტეტზე, რომელიც ძირითადია ამ კონკრეტული პროექტისთვის. სამეთვალყურეო საბჭოს შეეძლება  წლის განმავლობაში  საინვესტიციო გეგმაში ცვლილებებიც შეიტანოს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net