Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

სამინისტრომ დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭის ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერა

0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” რაჭის ტყეების გადაცემის პროცესი შეუჩერდა. კომპანია ადგილზე სამონადირეო მეურნეობის განვითარებას ისახავდა მიზნად. თუმცა როგორც სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, კომპანიას ტერიტორიის განვითარების გეგმა და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაბამისი ანგარიში წარდგენილი არ აქვს.

“სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, დღეს არსებული მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა, რაც თავის მხრივ 1,047 კვადრატული კილომეტრის ტოლია.  შესაბამისად, ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტის განკარგვის ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამონადირეო მეურნეობა უნდა განვითარდეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ივლისში გავრცელებული განცხადების მიხედვით, “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც აღნიშნული განცხადებიდან გაირკვა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიას 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ევალებოდა. ამასთან, კომპანიას არც სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში არ წარუდგენია სახელმწიფოსთვის.

BMG აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომლის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net