Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვაში

0
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის თანახმად, საქმე ეხებოდა 2011 წლის სექტემბერში თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან 60 ათასი ლარის გატანას, "სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების" ფარგლებში.


პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ "ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის“ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა".


ბრალების თანახმად, ეს თანხა არ დახარჯულა გამოძიების ინტერესებისთვის და მეგის ქარდავამ იგი "მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა".


შესაბამისად, სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც "სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას" გულისხმობს, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.


სასამართლომ მეგის ქარდავას 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდადებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა. მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით.


მეგის ქარდავას, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-7 დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ, მიმდინარე წლის ივლისში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს "ციხის ბუნტის საქმეში". ამ საქმეზე პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით. მოსამართლემ მეგის ქარდავას, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


მეგის ქარდავა მრავალი წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. მსჯავრდადებულის ექსტრადირება საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა


მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net