Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

გურიის გუბერნატორი: სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, საერთო ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა

0

8 სექტემბერს, გურიის რეგიონში მოსული ძლიერი ნალექის გამო დაზიანებული სოფელ ხორეთის ხიდი აღდგება, გადაწყვეტილება მიღებულია და სოფელს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ახალი ხიდი ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ხიდის აშენებამდე მოსახლეობისთვის ადგილზე დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა მოეწყობა.

„გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლისა და ზიანის რაოდენობა. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა, ყველასთან მოხდა დაკავშირება. კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამაშველო სამსახურები.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ასევე, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მაგრამ სამწუხაროდ რჩება ისეთი მონაკვეთები, სადაც წერტილოვნად გვაქვს შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სოფელი ხორეთი, სადაც სტიქიამ ფაქტობრივად სრულად გაანადგურა არსებული ხიდი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება და ხიდი აუცილებლად აღდგება. ახალი ხიდი აშენდება, თუმცა, ეს დაკავშირებულია შესაბამის პროცედურებთან. მანამდე კი, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოეწყოს ალტერნატიული, დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა. ხორეთის მოსახლეობასთან ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში. მათთან, საჭიროებისამებრ, შედის როგორც საკვები პროდუქტები, ასევე, მედიკამენტები”, – აცხადებს გიორგი ურუშაძე.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გურიაში მომხდარ სტიქიას ეხება.

გიორგი ურუშაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ცდილობს განზრახ შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საერთო ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა და ისინი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დისკრედიტაციას, მათი შრომის არაფრად ჩაგდებას, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net