უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოდესის ოლქში 32 დრონი ჩამოაგდეს
სამხრეთის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 32 დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა საპორტო ობიექტებამდე მიაღწია. დაზიანებულია შენობები, ხანძარი გაჩნდა სატვირთო ავტომანქანების სადგომზე. დაშავდა 7 მძღოლი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 44 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ოდესის და სუმის ოლქებს. ძირითადი სამიზნე იყო ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა. საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა 44-დან 32 დრონი გაანადგურეს.
