Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2023

OC Media შალვა პაპუაშვილს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

0
სამხრეთ-კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. მედიორგანიზაცია წერს, რომ მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრების გამოქვეყნებაზე, მან დონორ ორგანიზაციებს მიმართა.


OC Media წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ დაუდასტურა სულ მცირე ერთმა დამფინანსებელმა და აღნიშნა, რომ "გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა".


როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი, OC Media-მ საკუთარი თვალით ნახა შალვა პაპუაშვილის მიერ დონორი ორგანიზაციისთვის მიწერილი წერილი - "ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "ეყრდნობა საქართველოს მისწრაფებების საერთო აღქმას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"... "ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას".


OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე მიიჩნევს, რომ დონორებთან ამ ტიპის კომუნიკაცია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმაა.


ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, პარლამენტის ოფისის წარმომადგენელი, თიკო მგელაძე უარს ამბობდა OC Media-სთვის ეჩვენება ის წერილი, რომლის გამოქვეყნებაც ამ პლატფორმაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სურდა.


მთავარი რედაქტორი, რობინ ფაბრო აღნიშნავს, რომ უარი არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა "რედაქციამ მკითხველების ინტერესებით იხელმძღვანელა".


მთავარი რედაქტორი განმარტავს:



"უკიდურესად ყურადღებიანები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაქვეყნებთ ჩვენი მოსაზრებების სექციაში. რა თქმა უნდა, მივესალმებით განსხვავებულ აზრს, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი ფაქტობრივადაც გადამოწმებული იყოს, პასუხობდეს ჩვენს ღირებულებებს და იდეებს - ეს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიაგამოცემის უფლებაა";
"ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, ვიდრე - საკუთარ ხალხთან. დიდი შანსი იყო, რომ ოპ-ედი უბრალოდ გულწრფელი არ იქნებოდა";
"სწორედ ამ ფაქტორებით ვიხელმძღვანელეთ, როცა მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნება ჩვენს მისიას ეწინააღმდეგებოდა, რაც მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო რომ გამოგვექვეყნებინა ეს ტექსტი, მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა".


შალვა პაპუაშვილის კოლეგამ და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ OC Media-ს გადაწყვეტილება "ცენზურად" შეაფასა და კოლეგას საქციელი მოუწონა.


"ნუ ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს, შესაბამისად, ძალიან კარგია რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - თქვა კობახიძემ.


როგორც OC Media წერს, პარლამენტის სპიკერს უნდოდა გამოექვეყნებინა მოსაზრება თემაზე - "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია". მოგვიანებით ამ შინაარსის მოსაზრება პაპუაშვილის "ტვიტერზე" დაიდო.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net