ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებები იყო - იწვის სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანა
მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, ხანძარია „სევმორზავოდის" (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) ტერიტორიაზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა. ე.წ. გუბერნატორის ინფორმაციით, „ხანძარს მინიჭებული აქვს მე-4 კლასი". ეს ნიშნავს, რომ ვითარება საკმაოდ რთულია.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა სავარაუდოდ, ამ ქარხნის რაიონში მომხდარი აფეთქების ამსახველი კადრები.
სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, რომელიც დღესაც სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ინფორმაცია არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია.
ანექსირებულ სევასტოპოლზე ბოლო თვეებში განხორციელდა არაერთი შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით.
