ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს, იწვის სახლებიც
18 ივლისის საღამოს მონაცემებით, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ხანძრის გამო ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი. ბერძენი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთმა და იტალიამ 18 ივლისს ათენში გაგზავნეს ხანძრის საწინააღმდეგო 4 თვითმფრინავი.
ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთშიც, ერთ კვირაზე მეტია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ათენში კვირას დაიკეტა აკროპოლისიც, რათა შეეზღუდათ ადამიანების გადაადგილება დღის განმავლობაში ქალაქში.
