დღე ისტორიაში – 12 ივლისი
2022 წელს NASA-ს ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ინოვაციური სურათები კოსმოსიდან, რომელმაც გზა გაუხსნა ასტრონომიის ახალ ეპოქას. პირველ სრულფეროვან სურათს ერქვა Cosmic Cliffs. ფოტო გადაღებულია ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონიდან, სახელად NGC 3324, კარინას ნისლეულში.
2018 წელს სანდრა ოუ გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელიც ნომინირებული იყო ემიზე მთავარი როლისთვის ფილმში Killing Eve.
2018 წელს პარიზში ფილმის “Mission: Impossible – Fallout” პრემიერა შედგა.
2001 წელს NASA-ს კოსმოსური შატლი Atlantis აფრინდა ჯონ კენედის კოსმოსური ცენტრიდან, მისიით STS-104.
2000 წელს ფილმის “X-Men” პრემიერა ნიუ-იორკში, ელისის კუნძულზე შედგა.
1996 წელს კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს Chicago Bulls-მა შესთავაზა ერთწლიანი, NBA-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული, 30 მილიონიანი კონტრაქტი.
1993 წელს ლონდონის ადელფის თეატრში ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლი “Sunset Boulevard” გაიხსნა.
1962 წელს Rolling Stones-მა პირველი გამოსვლა ლონდონის Marquee Club-ში გამართა.
1957 წელს დუაიტ ეიზენჰაუერი გახდა პირველი პრეზიდენტი, ვინც ვერტმფრენით იმგზავრა.
1771 წელს ბრიტანელი მოგზაური ჯეიმს კუკი ინგლისში დაბრუნდა.
1679 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის მმართველობის დროს Habeas Corpus Parliament დაიშალა.
წყარო/ფოტო: The Fact Site
