Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2023

რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოსაშორებლად ტარდება, მიზანი კონტროლი და ცენზურაა - საია კულტურის სფეროში საკადრო ცვლილებებზე

0
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"(საია) სპეციალური ანგარიშით აჯამებს კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სახელოვნებო ინსტიტუციებში ჩატარებულ რეორგანიზაციის პროცესს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნულ მუზეუმშიც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც და თავად სამინისტროშიც საკადრო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის მიზანი არა ამ უწყებების მუშაობის გაუმჯობესება, არამედ არასასურველი კადრების მოშორება იყო, რაც სამინისტროს სჭირდებოდა კულტურის სფეროს კონტროლისა და ცენზურისთვის.


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიში ეყრდნობა სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მომუშავე იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევების ანალიზს, ვინც მათ, საიას, მიმართა სამართლებრივი დავის თხოვნით.


ანგარიშში განხილული საქმეების ანალიზით დგინდება, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებიდან არასასურველი დასაქმებულების ჩამოშორება ხდება შრომის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფითა და მათ უფლებებში უხეში ჩარევით.


„თითოეულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად. იმ დაწესებულებებში, საიდანაც საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირები გათავისუფლდნენ, კადრების ოპტიმიზაციის მიზნით შეფუთული რეორგანიზაციის შემდგომ არაერთი კონკურსი გამოცხადდა და უწყებებში ახალი კადრები დაინიშნნენ. არ არსებობს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებების კანონიერად მიჩნევის წინაპირობები, არამედ ისინი დაეფუძნა პირად შეხედულებებს ან/და სხვადასხვა ნიშნით გამოხატულ დისკრიმინაციას.


კანონმდებლობის საპირისპიროდ, გასაუბრებაზე დასმული შეკითხვები მიმართული იყო კონკრეტული დასაქმებულის შეხედულებებსა და ქმედებებთან, რომლებიც არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას ან ხარისხს. შემფასებელი კომისიის წევრთა უმრავლესობას დარგობრივად არავითარი შეხება არ ჰქონდა კულტურასა და მეცნიერებასთან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.


დოკუმენტში ცალკე შემთხვევად არის გამოყოფილი ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის დავა კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ - ამ საქმეში ცენტრის სამეცნიერო საბჭო იბრძვის იმისთვის, რომ არ შეეზღუდოს ხელმძღვანელის არჩევის უფლება და არ დაეკისროს ვალდებულება, სამინისტროსთან შეათანხმონ ცენტრის დირექტორობის კანდიდატურები.




საია ასახელებს კონკრეტულ პრობლემებსაც, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც ეროვნულ მუზეუმში, ისე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის დროს.



რეორგანიზაციის პროცესში, კომპეტენციის დამდგენ კომისიასთან გასაუბრების დროს, კონკრეტულ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეწერათ გასაუბრების პროცესი. გასაუბრების ოქმები არც მუზეუმს და სააგენტოს შეუდგენია;
სამართლებრივი დავის შესაძლებლობის შესამცირებლად, სამინისტრო გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ აწვდის იმ ინფორმაციას, რისი გაცემის ვალდებულებაც კანონით აქვს დაკისრებული - მაგალითად, სამინისტრომ რამდენიმე თანამშრომელს არ მისცა მათი გათავისუფლების ბრძანებაც კი;
გასაუბრებების ნაწილს ესწრებოდა მინისტრი, რომელიც მხოლოდ კითხვებს სვამდა და არ აფასებდა კონკრეტული პირების კომპეტენციას - მათ ქულებს უწერდნენ კომისიის ის წევრები, ვისაც არ ჰქონდათ კითხვები გასაუბრებაზე მყოფ ადამიანებთან;
გასაუბრებებზე პროფესიული საკითხების ნაცვლად განიხილებოდა გასაუბრებაზე გამოცხადებული ადამიანების ფეისბუკპოსტების შინაარსი.


საია პრობლემად მიიჩნევს გაჭიანურებულ სამართალწარმოებასაც, რასაც კულტურის სფეროდან გათავისუფლებული ადამიანები სასამართლოში აწყდებიან.


ათობით სარჩელიდან, რომლებიც კულტურის სფეროდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში მას შემდეგ შეიტანეს, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმეზეა გამოტანილი. უმეტეს შემთხვევაში სასამართლო სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობას ადგენს.




სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ ცვლილებები საჭიროდ მიიჩნია კინოცენტრშიც. კინოს სფეროს წარმომადგენლები გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს თითქმის ერთი თვეა სისტემატურად აპროტესტებენ.




 


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net