Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2023

სალომე სამადაშვილი: ვილნიუსის სამიტზე დადასტურდება, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ…

0

ვილნიუსის სამიტზე დადასტურდება, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა სწრაფად გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო – სამწუხაროდ, დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, არამედ ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს გაყოფა მოხდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის გაყოფა მოხდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – პირველი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს ქვეყანა ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს, რეალურად, გაწევრიანებას მიზნად არ ისახავს. მეორე – უკანასკნელი წლების განმავლობაში უკან წავედით და არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. რეფორმების გატარება რომ მოთხოვნაა, ეს ვნახეთ უკრაინასთან მიმართებით, რომელსაც უთხრეს, რომ ნატო-ს წევრი გახდება, როდესაც გატარდება რეფორმები, რომელსაც ნატო ელოდება და მითუმეტეს საქართველოსთვის არავითარ გამონაკლისს რეფორმების თვალსაზრისით არავინ დაუშვებს. ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა შესაბამისი რეფორმა. მესამე – ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვილნიუსიდან ხელცარიელი დაბრუნდება, ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში. საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს შეუძლებელს ხდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ასე რომ, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით არ შევცვლით რუსული ოლიგარქიულ რეჟიმს, არავითარი პროგრესი ამ ქვეყანას არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ ექნება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net