დმიტრი მედვედევი ევროპაში სამ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურსა და ატომურ ობიექტს დარტყმით ემუქრება
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი დარტყმით იმუქრება უკრაინის სამ ატომურ ელექტროსადგურსა და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ატომურ ობიექტზე, თუკი რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთში სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე, დადასტურდება.
„თუ დამტკიცდა ნატოს რაკეტებით სმოლენსკის (დესნოგორსკის) ატომურ სადგურზე თავდასხმის მცდელობა, აუცილებელია განიხილოს რუსეთის ერთდროული თავდასხმის სცენარი სამხრეთ უკრაინის ატომურ სადგურზე, რივნეს ატომურ სადგურზე და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე. აღმოსავლეთ ევროპის ატომურ ობიექტებზე. აქ არაფერია სამარცხვინო“, – წერს მედვედევი Telegram-ზე
პროპაგანდისტულმა ტელეგრამის არხმა Mash, 2 ივლისს საღამოს, სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Mash-ის ცნობით, უკრაინამ სავარაუდოდ რაკეტებით სცადა თავდასხმა დესნოგორსკის ატომურ სადგურზე, სმოლენსკის რეგიონში და სამხედრო აეროდრომზე კალუგაში.
