უკრაინაზე დრონებით თავდასხმა იყო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 28 დამრტყმელი დრონიდან 26 გაანადგურეს.
უკრაინის შსს-ს ინფორმაცით, კიევის ოლქში დაზიანებულია რამდენიმე ნაგებობა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
