აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა
მინისტრმა ილაპარაკა ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის ზრდის ტენდენციაზე, სახელმწიფოს არაღიარების და საერთაშორისო სანქციების პირობებში.
არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება" - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი".
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.
