დღე ისტორიაში – 1 ივნისი
1994 წელს სამხრეთ აფრიკა კვლავ შეუერთდა ერთა თანამეგობრობას, აპარტეიდის დასრულების შემდეგ.
1980 წელს CNN- გახდა პირველი 24-საათიანი საინფორმაციო არხი.
1974 წელს ჰეიმლიხის მანევრის შესახებ სტატია პირველად დაიბეჭდა.
1946 წელს დახვრიტეს იონ ანტონესკუ, რუმინეთის დიქტატორი ლიდერი მეორე მსოფლიო ომის დროს.
1917 წელს ბეისბოლის და ომის გმირი ჰენკ გოუდი გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც მსოფლიო ომის დროს აშშ-ს არმიაში ჩაირიცხა.
1880 წელს აშშ-ში ქუჩის ტელეფონი პირველად ამოქმედდა.
1874 წელს ფილადელფიის ზოოპარკი გაიხსნა. იმ დროს ეს იყო ერთადერთი ზოოპარკი “ახალ სამყაროში”.
1815 წელს ნაპოლეონ I-მა ჩაატარა ცერემონია, რათა მისი უფლებამოსილება ოფიციალურად აღიარებულიყო.
1796 წელს ტენესი გახდა მე-16 შტატი, რომელიც შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1792 წელს კენტუკი გახდა მე-15 შტატი, რომელიც შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1670 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ II-მ და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ ხელი მოაწერეს დოვერის საიდუმლო ხელშეკრულებას.
1533 წელს ენ ბოლეინი ვესტმინსტერის სააბატოში ინგლისის დედოფალად აკურთხეს.
წყარო/ფოტო: The Fact Site
