ზოდიაქოს ყველაზე გულითადი ნიშნები
არავინაა ისე მზრუნველი და მეგობრული, როგორც კირჩხიბი. მისი ემოციური და მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარე, სითბოს და სიყვარულის გაცემა ძალიან აბედნიერებს. იგი ამასთანავე გრძნობს სხვა ადამიანების საჭიროებებს და იცის, მათ როგორ დაეხმაროს.
თხის რქა, შესაძლოა, ცივი ჩანდეს, რაც ნაწილობრივ მართალია. თუმცა მას მოსწონს, როცა საკუთარ თავთან მართალია. იგი მიწის ნიშანია, პრაქტიკული და პრაგმატული ბუნება აქვს, მაგრამ თან სტაბილური და ემოციურად მდგრადია, ამიტომ შეგიძლიათ მას ბოლომდე დაეყრდნოთ, არასოდეს გიღალატებთ.
სასწორს არ სჭირდება ქება და ხმამაღლა საუბარი იმაზე, რასაც აკეთებს. მას მოსწონს ადამიანების დახმარება, კარგი საქმეების კეთება, სიკეთის გაცემა, რადგან ეს აბედნიერებს. სასწორს უყვარს ადამიანური ურთიერთობები, შესაბამისად, მისთვის ძალიან ძვირფასია ყველა, ვისთანაც კავშირი აქვს.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock
