Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სტატუსის მინიჭების საკითხზე ოპტიმისტურად არის განწყობილი

0
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ოპტიმისტურად არის განწყობილი. ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.


„მე, როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა ის, რომ ჩემი შეხვედრები აქ [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც გვეკუთვნის ნამდვილად, - თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, - მე ასევე მივიღე, პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას [საქართველოში]. ასევე [ევროპის] პარლამენტის თავმჯდომარეც [რობერტა მეცოლა] აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან, ამ მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამის გამო შეგვიძლია, მოვიქცეთ „ცუდად“. ეს არის ყველას გასაკეთებელი".




სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა საკუთარ სიტყვაზეც. „იმასაც დავამატებდი, ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ", - აღნიშნა მან.




2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.


გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.




პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net