პუტინი თურქეთში არ ჩავა ერდოანის ინაუგურაციაზე - უშაკოვი
თუ რატომ არ აპირებს თავად პუტინი ინაუგურაციაზე დასწრებას, უშაკოვს არ უთქვამს.
17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო.
ერდოანის ინაუგურაციის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ეს 3 ივნისს მოხდეს.
