Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურმა ძალებმა სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს

0
ბრიუსელში, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამოეხმაურნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი სასურველს რეალობად წარმოაჩენს.


„მანიპულაცია - ეს არის ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი საქმიანობა, რომლის მიზანია რუსეთსა და აფხაზეთს შორის მტკიცე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ბზარის შეტანა. აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სფეროებში. თუკი ქალბატონი ზურაბიშვილი ასე დარდობს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, მისი სტატუსი საშუალებას აძლევს, ცნოს აფხაზეთის სახელმწიფო, აფხაზური პასპორტები და პირველ რიგში, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ამ საკითხების გადაწყვეტა, საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „არუაა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი“, „აამტა“, „ერთობა“; ე.წ. პოლიტიკური პარტიები: „აფსნი“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი".




ევროპული მომავალი ერთადერთია, რომელიც დაიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და იდენტობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 31 მაისს და დაამატა, - მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“.


პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.




30 მაისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიტინგი გამართეს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net