Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი უნდა გადავიდეს აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე

0
ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური მოვლენების „კომენტატორის ფუნქციიდან" აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს. 


„მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როცა ქვეყანა არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, პრემიერი ღიად საუბრობს NATO-ს წევრობის უგულებელყოფაზე, ადანაშაულებს ომის გაჩაღებასა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაში დასავლეთს, პრეზიდენტს ბუნებრივია განსაკუთრებული რეაგირება მართებს კონსტიტუციურ ფარგლებში, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ადეკვატურად უპასუხოს. ამიტომ ეს მოხსენება კარგ მოხსენებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ პრეზიდენტი უნდა გადავიდეს პოლიტიკური მოვლენების კომენტატორის ფუნქციიდან აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე. დალაგებული გზავნილებით, დავარცხნილად საუბარი არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ადეკვატურად პასუხობს.


ვფიქრობ, ზურაბიშვილის პოლიტიკა არის ერთი მედლის ორი მხარე, რადგან „ქართული ოცნება" მწვავე განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილი მის შერბილებას ახდენს, მაგრამ პრეზიდენტიც და მთავრობაც ერთ მიზანს ემსახურებიან და ეს მიზანი არ ესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, შეწყალების უფლებამოსილება მისია. პრეზიდენტმა ასევე ხელისუფლების გასაგონადაც თქვა, რომ მის მიმართ მუქარა საჭირო არ არის. ამ და სხვა საკითხებზე სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ევროპარლამენტში, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა 13 წლის შემდეგ პირველად მიმართა დეპუტატებს.




 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net