Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

დავით უსუფაშვილი: თუ რამეზე შეიძლება დავუჯეროთ პრეზიდენტს, რომ კი არ თამაშობს, გულწრფელია, ეს საქართველოს ევროპული მომავალია

0

პრეზიდენტის გამოსვლა ბრიუსელში იყო სწორედ იმ სირცხვილის ჩამობანა საქართველოსთვის, რაც მანამდე პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის წარმომადგენლების ევროპაში გამოსვლებს, თუ ევროპაზე საუბრებს მოაქვს საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ რამეზე შეიძლება დავუჯეროთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ის არ თამაშობს, ესაა საქართველოს ევროპული მომავალი.

„მე მჯერა, რომ მისთვის საქართველო და ევროპა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ესაა მისი სულიერი კონსტიტუციის ნაწილი, თითქმის გენეტიკური მისწრაფება. მესმის ხოლმე ძალიან ხშირად შეფასებები, რომ ახლა კიდე რაღაცას თამაშობს, მაგრამ თუ რამეზე შეიძლება დავუჯეროთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ის კი არ თამაშობს, გულწრფელია, ესაა საქართველოს ევროპული მომავალი. ეს ერთი და მეორე, დიახ, დღეს მისი გამოსვლა ბრიუსელში, ჩემი აზრით, იყო სწორედ იმ სირცხვილის ჩამობანა საქართველოსთვის, რაც მანამდე პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის წარმომადგენლების ევროპაში გამოსვლებს თუ ევროპაზე საუბრებს მოაქვს საქართველოსთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გამოეცხადებინა, ეს იქნებოდა წერტილი საქართველოს ევროპული მომავლის.

„ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმ ტრიბუნიდან რატომ არ გამოაცხადა ვინმეს შეწყალებაო, მე გაძლევთ გარანტიას, თუ რამე გამეგება ან ევროპის, ან პოლიტიკის, ან რამის, რომ სალომე ზურაბიშვილს იმ ტრიბუნაზე ქაღალდი რომ აეფრიალებინა ვინმე შევიწყალეო და ა.შ. ეს იქნებოდა წერტილი ჩვენი ევროპული მომავლის.

სალომე ზურაბიშვილმა ბეწვის ხიდზე იარა, იქ მას შესაძლოა ობსტრუქციაც დახვედროდა სააკაშვილის მომხრეების მხრიდან, მაგრამ მან მოახერხა ის, რომ ტაში დაიმსახურა ყველასგან იმიტომ, რომ სახელმწიფო წარმოაჩინა. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის კულტურის მინიშნება იყო.

ეს არ არის დასკვნა რაიმე ინფორმაციიდან გამომდინარე, მაგრამ ვადევნებ რა თვალს მოვლენებს, პრეზიდენტის სიტყვებს, დამოკიდებულებებს, მე ასე მჯერა, რომ მას შინაგანად გადაწყვეტილება მიღებული აქვს გვარამიასთან დაკავშირებით. ამასთანავე იმასაც ვხედავ, რომ ცდილობს, ეს ნაბიჯი იყოს მაქსიმალურად სწორად შერჩეულ დროს და სწორ კონტექსტში იმისთვის, რომ ამან არა მხოლოდ გვარამიას პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს, არამედ ამ ნაბიჯმა საქართველოს ამ საქმეს,რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რაც შეიძლება მეტი წარმატება და იმპულსი შესძინოს “, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net