ლატვიის სეიმმა ედგარს რინკევიჩსი აირჩია ქვეყნის ახალ პრეზიდენტად
რინკევიჩსს მხარი აუცილებელ მინიმუმზე ერთით მეტმა, სეიმის 52 დეპუტატმა დაუჭირა.
"ჩემთვის დიდი პატივია ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა კარგად ვემსახურო ლატვიის ხალხს. მადლობას ვუხდი დეპუტატებს ნდობისთვის", - განაცხადა რინკევიჩსმა.
რინკევიჩსი პრეზიდენტის ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს.
