უკრაინამ „მარაზმატიკის ფეიკი“ უწოდა პუტინის სიტყვებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბის დაბომბვის შესახებ
"ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ომის დამნაშავეებისა და „ძველი მარაზმატიკების“ ფეიკებზე. ყველაფერი კარგადაა, სამხედრო დაზვერვა აგრძელებს „რაშისტების“ ეფექტურ განადგურებას", - ასე გამოეხმაურა დღემდე პუტინის განცხადებას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვზე თვითმფრინავის თავდასხმის კომენტირებისას 30 მაისს განაცხადა, რომ ეს იყო კიევის პასუხი რუსეთის არმიის მიერ უკრაინის "სამხედრო დაზვერვის შტაბზე" განხორციელებულ იერიშზე. პუტინის სიტყვები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
