მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ოთხშაბათს აშშ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკეტში შევა რაკეტები Patriot საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, რაკეტები HIMARS სისტემებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალა, და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. პაკეტში ასევე შევა Zuni საავიაციო რაკეტები, AIM-7 კლასის რაკეტები რადიოლოკაციური სამიზნეებით. ასევე საუბარია საჰაერო თავდაცვის Avenger სისტემებზე და Stinger საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ეს სამხედრო დახმარების 39-მე პაკეტი იქნება.
