Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

იაგო ხვიჩია: ერთადერთი სწორი გზა იქნება დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ – ხალხი კონკრეტულ საბაბს ელოდება, რასაც თავად „ქართული ოცნება“ მისცემს

0

შანსსაც, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, დავკარგავთ, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა იქნება – დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, პარტნიორები მხოლოდ ფრენების აღდგენის გამო არ ითხოვენ პასუხს.

„თუ შენი ტერიტორიები ოკუპირებულია, თუ ხვდები, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ ხვდები, რომ შენი ეკონომიკა ოკუპანტზეა მიბმული, ევროპას უნდა აჩოჩებდე გვერდზე, თუ პირიქით, ამბობდე, რომ მოდით, დამეხმარეთ?! პასუხად რომ ეუბნები: „თქვენ თვითონ 5 მილიარდით გაზარდეთ ვაჭრობა რუსეთთან“ – ეს არგუმენტი არ არის, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის იმის თქმა, რომ „თქვენ თქვენს თავს მიხედეთ, ჩვენთვის რა გაქვთ სათქმელი“. არ ვიცი, საიდან მოდის ჩვენი ხელისუფლების ასეთი გამბედაობა.

მარტო ფრენების აღდგენის გამო არ გვთხოვენ პასუხს. ჩვენ შემდეგ გავავითარეთ და ვთქვით, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბუფერულ ზონას შევუქმნით, იმისათვის, რომ აქედან ევროპაში გადაფრინდნენ. „აირზენა“რომ ამას ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე ლაპარაკობს?“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, დემარშის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრას ვიცე-პრემიერთან, ხვიჩია პასუხობს, რომ სინამდვილეში ევროპის დემარში ნიშნავს, საქართველოში რუსეთის შემოსვლას.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების ქმედებები არ ტოვებს ცივილური დიალოგის საშუალებას.

„ევროკავშირის მხრიდან რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა განვითარება მოყვა „რუსულ კანონს“ საქართველოს მოქალაქეებში, ამაზე უარესი მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნების“ და ჩვენი აეროპორტების მოღვაწეობის შედეგად, ქართველ ხალხს ევროპაში ფრენას აუკრძალავენ. სამწუხაროდ, აქეთ მიდის ეს საუბარი. მგონია, რომ ეს დემარში არავის უნდა მიგვაჩნდეს სახუმაროდ. სინამდვილეში ევროპის დემარში ნიშნავს, საქართველოში რუსეთის შემოსვლას.

ჩვენი მთავრობის ქმედებები არ ტოვებს ცივილური დიალოგის საშუალებას. არ არის მეგობრის პოზიცია, როდესაც ამბობს: „მე რას მელაპარაკებით, პუტინს ელაპარაკეთ“. პუტინს კი არ ელაპარაკებიან, ებრძვიან. ამაზე არაადეკვატური დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხვა ნოტაზეა. მგონია, რომ ამით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს უთხრიან სამარეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, საზოგადოება კონკრეტულ საბაბს ელოდება და ამ საბაბს ისევ „ქართული ოცნება“ მისცემს.

„შანსს, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, ამასაც დავკარგავთ, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა იქნება დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მივაგნებთ ამის ფორმებს. საქართველოში არ მოხდება ისე, რომ ერთი აჯანყება არ მოვაწყოთ რუსეთის წინააღმდეგ და ისე ჩავბარდეთ. ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, მონობას ნებისმიერი ფორმით გაუწიოს წინააღმდეგობა.

ხალხი კონკრეტულ საბაბს ელოდება და ამ საბაბს ისევ „ქართული ოცნება“ მისცემს. ოპოზიცია, ვითომ ამ აქციების დაორგანიზებით, ხალხს შლის. „ქართული ოცნების“ იმედი მაქვს, ისინი აუცილებლად მოახერხებენ იმას, რომ ხალხი გააბრაზონ და ქუჩაში გამოიყვანონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net