Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ილჰამ ალიევი არაღიარებული ყარაბაღის „ხელმძღვანელობას“ დანებებისკენ მოუწოდებს

0

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას „აზერბაიჯანის კანონებისადმი დამორჩილება“, ხოლო ყარაბაღის ლიდერს არაიიკ ჰარუთუნიანს – „დანებება“ შესთავაზა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ალიევმა სასაცილო უწოდა არაღიარებულ ყარაბაღში “პარლამენტის, პრეზიდენტის და მინისტრების” მუშაობას.

„თითქოს იქ პარლამენტი მოქმედებს. ვითომ არის პრეზიდენტი, მინისტრი, ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინებას ვავლენთ, თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილია ჩვენი დღევანდელი ყველა შესაძლებლობა, ამ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, პარლამენტმა უნდა დაითხოვოს ელემენტი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, უნდა დანებდეს. ყველა მინისტრმა, მოადგილემ და სხვამ უკვე უნდა დატოვონ თანამდებობები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დათმობაზე წასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ამნისტიაზე“ , – განაცხადა ალიევმა ქალაქ ლაჩინში დაბრუნებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში ორჯერ იყვნენ მიწვეული და „მესამე მოწვევა არ იქნება”.

„ჩვენ იქ დელეგაცია გავგზავნეთ. ჩემმა წარმომადგენელმა მათთან პირველი შეხვედრა იქ გამართა, რის შემდეგაც ბაქოში მოვიწვიეთ – მობრძანდით, ვილაპარაკოთ. მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ისინი მეორედ მოვიწვიეთ ბაქოში – ანუ ყარაბაღში მცხოვრები სომხური უმცირესობის წარმომადგენლები. ამაზეც უარი თქვეს. მესამე მოწვევა არ იქნება. ან თვითონ მოვლენ თავმდაბლად, ან მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდება. ამიტომ, მათ შეუძლიათ ამნისტიის ქვეშ მოექცნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ყველა ფიქციურ თანამდებობას და მიმართავენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას“, – დასძინა მან.

ალიევის სიტყვებზე კომენტირებისას ყარაბაღის ე.წ. ლიდერის პრესმდივანმა, ლუსინე ავანესიანმა განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები „უკანონოა“ და მიზნად ისახავს ძალისხმევის ჩაშლას, რომელიც მიზნად გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს სამხრეთ კავკასიაში.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net