საერთაშორისო დამკვირვებლები: ერდოანს "გაუმართლებელი უპირატესობა" ჰქონდა არჩევნების მეორე ტურისთვის
ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება ჰქონდათ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები კვლავაც ზეწოლის და დევნის ქვეშ იყვნენ.
მეორე ტურში საერთაშორისო დამკვირვებელთა საერთო რიცხვი უტოლდებოდა 232 დამკვირვებელს 31 ქვეყნიდან - აცხადებს ეუთო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოანმა გაიმარჯვა ხმათა 52, 41 პროცენტით - განაცხადა თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ აჰმეთ იერენმა 28 მაისის საღამოს. მისმა მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, ხმების 47.86% მოაგროვა - განაცხადა იენერმა.
